ქუთაისში მამაკაცი დაჭრეს
ქუთაისში მამაკაცი დაჭრეს

ქუთაისში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, შემთხვევა ქალაქის ცენტრში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.