დაჭრილ მოზარდებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ
დაჭრილ მოზარდებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ

​ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ცოტა ხნის წინ შეყვანილ ორ მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საავადმყოფოს ადმინისტრაციის მხრიდან ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები 35-ე სკოლის მოსწავლეები არიან. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფილტვის არეში აქვს შემავალი ჭრილობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოზარდების დაჭრის ფაქტს ადასტურებენ. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დამატებითი კომენტარი კი მოგვიანებით გაკეთდება.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.