პარიზის ცენტრში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელი დაჭრა

22:43, 18.07.2024

პარიზის ცენტრში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელი დაჭრა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ შემთხვევა პარიზის მე-8 რაიონში, ერთ-ერთ ცნობილ სავაჭრო ცენტრში მოხდა.

ფრანგული მედიის ცნობით, მაღაზიის თანამშრომლებმა დანით შეიარაღებული პირი შენიშნეს, რა დროსაც პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველების მისვლის შემდეგ შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელი დაჭრა.

ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს.

მსგავსი