რელიგიის სააგენტო ეზიდ თემს „აიდა სარსალეს” დღესასწაულს ულოცავს
რელიგიის სააგენტო ეზიდ თემს „აიდა სარსალეს” დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ეზიდ თემს „აიდა სარსალეს” დღესასწაულს ულოცავს.

„ეზიდები დღეს „აიდა სარსალეს” დღესასწაულობენ, რაც მათი რელიგიური კალენდრის მიხედვით, ახალი წლის დადგომას ნიშნავს და ყოველწლიურად აპრილის თვეში აღინიშნება.  ამ დღეს მორწმუნეები ფერადი კვერცხებითა და მინდვრის ყვავილებით ხვდებიან. კვერცხი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, ახალ სიცოცხლეს, ახალ სამყაროს უკავშირდება“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ეზიდ თემს დღესასწაულს და კეთილდღეობას უსურვებს.