რელიგიის სააგენტო კათოლიკე ქრისტიანებს ამაღლების დღესასწაულს ულოცავს
რელიგიის სააგენტო კათოლიკე ქრისტიანებს ამაღლების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკე ქრისტიანებს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს კათოლიკური სამყარო მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. სახარება გვაუწყებს, რომ ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, აღუთქვა მათ, რომ მოუვლენდა სულიწმინდის მადლს და იერუსალიმში დარჩენა უბრძანა. ამის შემდგომ გამოიყვანა მისი მოწაფეები ელეონის მთაზე, აკურთხა და ზეცად ამაღლდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკე ქრისტიანებს დღესასწაულს, წარმატებებს და სულიერ ამაღლებას უსურვებს მათ“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

დატოვე კომენტარი