რელიგიის სააგენტო კათოლიკეებს ღვთისმშობლის შობას ულოცავს
რელიგიის სააგენტო კათოლიკეებს ღვთისმშობლის შობას ულოცავს

კათოლიკური სამყარო დღეს, 8 სექტემბერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას – ღვთისმშობლობას აღნიშნავს.

„ღვთისმშობელი ნაზარეთში დაიბადა. ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტო ულოცავს ყველა კათოლიკეს ამ დღესასწაულს და სიკეთესა და სიხარულს უსურვებს.

დატოვე კომენტარი