გიორგობის დღესასწაული
დღეს გიორგობაა – ეკლესია-მონასტრებში დღესასწაულთან დაკავშირებით, დილიდან წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება ბოდბეში პატრიარქმა შიო მესამემ, სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა. ადგილზე დილიდან ხალხმრავლობაა. მრევლი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა ჩასული. პატრიარქმა სასულიერო პირები, მათ შორის ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი და ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენია თეოდორა დააჯილდოვა.
ჟანა დიდებაშვილი დეტალებით.