კათოლიკური სამყარო დღეს, 8 სექტემბერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას – ღვთისმშობლობას აღნიშნავს.
„ღვთისმშობელი ნაზარეთში დაიბადა. ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტო ულოცავს ყველა კათოლიკეს ამ დღესასწაულს და სიკეთესა და სიხარულს უსურვებს.