ქეთევან ციხელაშვილი - რელიგიის სააგენტოს საკითხები მჭიდროდაა დაკავშირებული სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პრინციპთან
ქეთევან ციხელაშვილი - რელიგიის სააგენტოს საკითხები მჭიდროდაა დაკავშირებული სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პრინციპთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, რელიგიის სააგენტოსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა ერთმანეთთან დაკავშირებულია.

“საკითხები, რომელთა მოგვარებითაც რელიგიის სააგენტოა დაკავებული, ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პრინციპთან. ზოგადად, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პრინციპი ეფუძნება იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანასწორია და ჩართული უნდა იყოს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ცხადია, რომ ეს გახლავთ საკითხი, რომელიც აქტუალურია, მნიშვნელოვანია და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდება“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2014 წელს შეიქმნა. დღემდე ის უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იყო. დღეს მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სახელმწიფო მინისტრის აპარატს უერთდება.

დატოვე კომენტარი