რელიგიის სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს ულოცავს.
„საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ღვთის გამოცხადებას – ყრმა იესოსადმი მოგვთა თაყვანისცემას ზეიმობს. ღვთის გამოცხადების აღნიშვნა ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ტრადიციაა და მას წარმართი მეფეების – კასპარის, მელქიორისა და ბალთაზარის – სამი მეფის ზეიმსაც უწოდებენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს დღესასწაულს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს, წარმატებებს უსურვებს მათ“, – აღნშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.