რებეკა ჰარმსი - რუსეთი არ არის ქვეყანა, სადაც მუნდიალი უნდა გაიმართოს
ევროპარლამენტის დეპუტატი რებეკა ჰარმსი რუსეთში დაგეგმილი მუნდიალის ბოიკოტის მოწოდებით გამოვიდა.
„მწვანეთა პარტიის“ წევრის თქმით, არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც რუსეთი არ არის ის ქვეყანა, სადაც მსგავსი ღონისძიება უნდა იმართებოდეს. Neue Osnabrücker Zeitung-თან ინტერვიუში ჰარმსი ამბობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამო ვლადიმერ პუტინს „საკმარისზე მეტი ყურადღებას დაიმსახურებს“.
„ის ტკბება დიდებით, უცხოელი ლიდერების თანდასწრებით და აგრძელებს ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გატარებას“, – აცხადებს ჰარმსი.
ინტერვიუში პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა რუსეთის ჩარევას უკრაინისა და სირიის შიდა საქმეებში. ასევე გააკრიტიკა რუსეთის მთავრობის პოლიტიკა, რომელსაც ის ოპოზიციის და უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ ატარებს.
ევრო დეპუტატმა ასევე გააკრიტიკა ფიფა, რადგან ამ ორგანიზაციამ, რუსეთის მიმართ დოპინგსა და კორუფციაში წაყანებული ბრალდება არაფრად ჩააგდო.