რებეკა ჰარმსი – ნუ მისცემთ ერდოღანს საშუალებას, დაასუსტოს კანონის უზენაესობა საქართველოში

11:18, 07.09.2018

ნუ მისცემთ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს საშუალებას, დაასუსტოს კანონის უზენაესობა საქართველოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი სოცოალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ის მოუწოდებს ყველას, ხელი მოაწერონ შავი ზღვის უნივერსიტეტის IBSU-ს მხარდამჭერ პეტიციას.

„დაუდექით გვერდით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს! გთხოვთ, ხელი მოაწერეთ პეტიციას. ნუ მისცემთ ერდოღანს საშუალებას, დაასუსტოს კანონის უზენაესობა საქართველოში“, – წერს რებეკა ჰარმსი.

რებეკა ჰარმსი, ევროპარლამენტში მწვანეთა პარტია-ევროპული თავისუფალი ალიანსის წევრია. ასევე, ის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეა.

https://twitter.com/RebHarms/status/1037759292634480640?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1037759292634480640%7Ctwgr%5E373939313b73706563696669635f73706f7274735f616374696f6e&ref_url=http%3A%2F%2Fnetgazeti.ge%2Fnews%2F302718%2F

 

მსგავსი