„რეალმა“ 28-ჯერ დაარტყა და მაინც წააგო
„რეალმა“ 28-ჯერ დაარტყა და მაინც წააგო

მადრიდის “რეალის” კრიზისი გრძელდება. ესპანეთის ჩემპიონმა პრიმერას მე-18 ტურში საკუთარ მოედანზე მიიღო “ვილიარეალი” და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი პაბლო ფორნალსმა 87-ე წუთზე გაიტანა.

მადრიდელებმა მეტოქის კარის მიმართულებით 28-ჯერ დაარტყეს. მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში არც ერთ გუნდს ჰქონია ამდენი დარტყმა ერთ მატჩის განმავლობაში.

“რეალმა” ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო, ლა ლიგაში ბოლო ექვს მატჩში კი მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
მადრიდელები მეოთხე ადგილზე დარჩნენ. მათი ჩამორჩენა ლიდერ “ბარსელონასთან” 16 ქულაა. ამასობაში, “რეალს” “ვილიარეალი” წამოეწია – მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა.