Opta - ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი „მანჩესტერ სიტის“ აქვს #1TVSPORT
Opta - ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი „მანჩესტერ სიტის“ აქვს #1TVSPORT

ავტორიტეტულმა სპორტულმა ანალიტიკურმა პორტალმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასული კლუბების შანსები შეაფასა. Opta-ში მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების ალბათობა „მანჩესტერ სიტის“ სასარგებლოდაა.

პირველ ადგილზე „მანჩესტერ სიტია“ (28,3%), მეორე პოზიციას „რეალი“ იკავებს (15%), მესამეზე კი „პარი სენ-ჟერმენი“ გავიდა (14,7%).

1/4-ფინალის პირველი მატჩები 9 და 10 აპრილს ჩატარდება. განსაკუთრებულ ყურადღებას, რა თქმა უნდა, „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება იწვევს, რომელიც დღეს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული სწორედ „მანჩესტერ სიტია“, რომელმაც ფინალში მილანის „ინტერი“ დაამარცხა.