რონალდო - მბაპე ნანატრ „ოქროს ბურთს“ მოიგებს, როცა „რეალში“ გადავა #1TVSPORT
რონალდო - მბაპე ნანატრ „ოქროს ბურთს“ მოიგებს, როცა „რეალში“ გადავა #1TVSPORT

მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ლიდერი მიიჩნევს, რომ პსჟ-დან „რეალში“ გადასვლა კილიან მბაპეს კარიერას წაადგება.

„დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას და დეტალებს ნუ ჩავუღრმავდებით. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ მბაპეს „რეალში“ თამაშს მოუთმენლად ველოდები. ის მართლაც საოცარი ფეხბურთელია. დროთა განმავლობაში კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც გახდება. ვფიქრობ, რომ „რეალში“ გადასვლა მბაპეს მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნება. მას შემდეგ, რაც მადრიდული კლუბის მოთამაშე გახდება, ნანატრ „ოქროს ბურთსაც“ მიიღებს“, – მიაჩნია რონალდოს.

მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 33 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.