კარლო ანჩელოტი - არასწორი მოსაზრებაა, რომ ბელინგემის თამაშის დონემ დაიწია #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი - არასწორი მოსაზრებაა, რომ ბელინგემის თამაშის დონემ დაიწია #1TVSPORT

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მადრიდელთა ინგლისელი ლეგიონერის, ჯუდ ბელინგემის შესახებ ისაუბრა. კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ ბელინგემი ძალიან მალე კვლავ თავის ჩვეულ შედეგიანობას გამოიჩენს.

„ბელინგემი ბევრი გოლის გატანას მალე ისევ დაიწყებს. არასწორი შეფასებაა, რომ მან თამაშის დონეს მოუკლო. მას ახლა უბრალოდ უფრო ცოტა გააქვს, ვიდრე ადრე. ის საკუთარ მოვალეობას თავს კვლავ არაჩვეულებრივად ართმევს“, – განაცხადა „სამეფო კლუბის“ თავკაცმა.

მიმდინარე სეზონში ჯუდ ბელინგემს სანიმუშო სტატისტიკა აქვს – ინგლისელმა „რეალის“ შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt-ი ჯუდ ბელინგემს 180 მილიონ ევროდ აფასებს.