რაულ კასტრომ დაადასტურა, რომ თანამდებობას 2018 წლის აპრილში დატოვებს

კუბის ამჟამინდელმა ლიდერმა რაულ კასტრომ დაადასტურა, რომ თანამდებობას 2018 წლის აპრილში დატოვებს.
„როდესაც სახალხო ხელისუფლების ეროვნული ასამბლეა შედგება, მაშინ დასრულდება ჩემი მმართველობის მეორე ვადა და ჩემთვის ხელისუფლების სათავეში ყოფნის ბოლო მანდატი. ამის შემდეგ კუბას ახალი პრეზიდენტი ეყოლება“, – ამის შესახებ რაულ კასტრომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ქვეყნის მმართველობაში ერთი ადამიანის ყოფნა ორი საარჩევნო ვადით უნდა შემოიფარგლებოდეს.
მანამდე კი პარლამენტმა ამჟამინდელი მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, რომელიც თებერვალში იწურებოდა, აპრილამდე გაახანგრძლივა..
„როდესაც სახალხო ხელისუფლების ეროვნული ასამბლეა შედგება, მაშინ დასრულდება ჩემი მმართველობის მეორე ვადა და ჩემთვის ხელისუფლების სათავეში ყოფნის ბოლო მანდატი. ამის შემდეგ კუბას ახალი პრეზიდენტი ეყოლება“, – ამის შესახებ რაულ კასტრომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ქვეყნის მმართველობაში ერთი ადამიანის ყოფნა ორი საარჩევნო ვადით უნდა შემოიფარგლებოდეს.
მანამდე კი პარლამენტმა ამჟამინდელი მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, რომელიც თებერვალში იწურებოდა, აპრილამდე გაახანგრძლივა.