„უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, რომ ჩინეთი კუბაში სამხედრო-საწვრთნელი ბანაკის გახსნას გეგმავს, რის გამოც ვაშინგტონი შეშფოთებულია
„უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, რომ ჩინეთი კუბაში სამხედრო-საწვრთნელი ბანაკის გახსნას გეგმავს, რის გამოც ვაშინგტონი შეშფოთებულია

ჩინეთი კუბაში სამხედრო-საწვრთნელი ბანაკის გახსნას გეგმავს. ორი ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს, რის გამოც, როგორც „უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, ვაშინგტონი შეშფოთებულია.

ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ასეთი ტიპის ბანაკის მოწყობის შემთხვევაში ჩინეთი კუბაში, ფლორიდიდან სულ 100 მილის მოშორებით შეიარაღებულ ძალებს განალაგებს და სადაზვერვო ოპერაციებს განახორციელებს.

ახლა ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, არ დაუშვას ამ შეთანხმების გაფორმება.