ბექა ოდიშარია კუბის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

11:58, 23.12.2023

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და კუბის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია საქართველოში კუბის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კარლოს ენრიკე ვალდეს დე ლა კონსეფსიონს შეხვდა.

ბექა ოდიშარიამ ელჩს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მუშაობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. თავის მხრივ, ელჩმა კუბის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობაზე ისაუბრა.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, სასურველია ორი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, რაც მეგობრობის ჯგუფების აქტივობაზეცაა დამოკიდებული. აგრეთვე, აუცილებელია ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების განვითარება.

მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

მსგავსი