ჰავანას ცენტრში მდებარე სასტუმროში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ჰავანას ცენტრში მდებარე სასტუმროში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

კუბის დედაქალაქ ჰავანას ცენტრში მდებარე სასტუმროში ძლიერი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 19 კი, დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება გამორიცხა და აღნიშნა, რომ წინასწარი გამოძიებით, აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვა გახდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქების შემდეგ სულ მცირე 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ჰავანის ძველ რაიონში მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „სარატოგაში“ 96 ოთახია. არსებული მონაცემებით, აფეთქების დროს სასტუმრო დაკეტილი იყო.