ჩინეთში აცხადებენ, რომ კუბაში ახალი სამხედრო-საწვრთნელი ბანაკის გეგმის შესახებ არაფერი სმენიათ
ჩინეთში აცხადებენ, რომ კუბაში ახალი სამხედრო-საწვრთნელი ბანაკის გეგმის შესახებ არაფერი სმენიათ

ჩინეთში აცხადებენ, რომ კუბაში ახალი სამხედრო-საწვრთნელი ბანაკის გეგმის შესახებ არაფერი სმენიათ. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა.

„არ ვარ ინფორმირებული იმ სიტუაციაზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესებული მხარეები უფრო მეტ ძალისხმევას ჩადებენ იმ საკითხებში, რომლებიც ხელს შეუწყობს ურთიერთნდობის გაძლიერებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებას“, – აღნიშნავს მაო ნინგი.

შეგახსენებთ, რომ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთი კუბაში სამხედრო-საწვრთნელი ბანაკის გახსნას გეგმავს, რამაც შეშფოთება გამოიწვია აშშ-ში.

„უოლ სტრიტ ჯორნალმა“ დღეს დაწერა, რომ ჩინეთი კუბაში სამხედრო-საწვრთნელი ბანაკის გახსნას გეგმავს, რის გამოც ვაშინგტონი შეშფოთებულია.