რაულ კასტრო ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს
რაულ კასტრო ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს

კუბის ლიდერი რაულ კასტრო ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხმის მიცემის პროცედურა პროვინცია სანტიაგო დე კუბას ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

კასტროს კანდიდატურას მხარი ადგილობრივი მთავრობის 79-ვე დელეგატმა დაუჭირა.

კანდიდატების წინასწარი არჩევა კუბის საარჩევნო სისტემის ნაწილია და ის წინ უძღვის საყოველთაო არჩევნებს, რომელიც მარტშია დაგეგმილი.

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 19 აპრილს გაიმართება. სწორედ მაშინ დაამტკიცებს ასამბლეა მთავრობის შემადგენლობას. ამის შემდეგ კი მთავრობა მეთაურს აირჩევს.

დეკემბერში კუბის 86 წლის ლიდერმა განაცხადა, რომ 2018 წლის აპრილში პოსტს დატოვებს. ის კუბის მთავრობის მეთაური 2008 წელს გახდა.