„რანინას“ მონაწილე ალექსანდრე ზაზარაშვილის სიმღერამ უკრაინული „ვოისის“ ჟიური აღაფრთოვანა [ვიდეო]
„რანინას“ მონაწილე ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული „ვოისის“ ბრმა ქასთინგზე გავიდა.
ალექსანდრე ზაზარაშვილს ჟიურის ოთხივე წევრი შემოუბრუნდა. მისი ნამღერით აღფრთოვანებული დარბაზი ფეხზე წამოდგა, ჟიურიმ კი ცრემლი ვერ შეიკავა.
მან ინგლისური ჰიტი All by myself იმღერა, ხოლო შემდეგ ჟიურის თხოვნით ქართული სიმღერა შეასრულა.
ალექსანდრე ზაზარაშვილი საქართველოს პირველი არხის მუსიკალური საბავშვო პროექტის, „რანინას“ მონაწილე იყო. ის „რანინას“ კონკურსში 2018 წელს მონაწილეობდა.