რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ არ იცის, მისი შვილი სად მუშაობდა
რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ არ იცის, მისი შვილი სად მუშაობდა.
როგორც თეონა თამაზაშვილი აცხადებს, მის შვილი პროგრამისტია.
„ჩემს შვილს კიბერნეტიკა აქვს დამთავრებული.ზოგი რაღაც მეც არ ვიციო, კანადიდან მოდის ეს შეკვეთებიო, ვინაწილებთ და ვაკეთებთო. ვიცი, რომ არის დეველოპერული კომპანია. ვაკეში ვიყავით ერთხელ, ვუთხარი, დამანახე, დედა შენი შენობათქო. რაში გაინტერესებსო, შენობა არაა, აქვეა სადღაც ახლოშიო, ასე მითხრა“, – განუცხადა თეონა თამაზაშვილმა „მთავარ არხს“.
თამარ ბაჩალიაშვილი თბილისის მკვიდრია. ის სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.