კახეთში ორ არასრულწლოვანს ეძებენ
კახეთში ორ არასრულწლოვანს ეძებენ

კახეთში ორ არასრულწლოვან გოგონას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, დები თელავიდან სოფელ შაქრიანში სამარშრუტო ტაქსით ბებიასთან წავიდნენ, თუმცა ადგილზე არ მისულან.

ძებნაში პოლიცია ჩაერთო. ოჯახის წევრები გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანანოდ აღკვეთას გულისხმობს.