რაგბის მსოფლიო თასზე ორი მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია [ვიდეო] #1TVSPORT
ირლანდიისა და შოტლანდიის მატჩს B ჯგუფის მეორე მეოთხედფინალისტი უნდა გამოევლინა. შოტლანდიელები გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებდნენ, მაგრამ ირლანდიელებმა მეტოქეს ისე მოუგეს, შანსი არ დაუტოვეს, მათ პირველივე ტაიმში ოთხი ლელო დადეს და ბონუსქულაც მოიპოვეს. საბოლოოდ ირლანდიამ 36:14 მოიგო და პლეი ოფში პირველი ადგილით გავიდა.
შესაბამისად, ორი მეოთხედფინალური წყვილი უკვე გამოვლინდა – 14 ოქტომბერს, 21:00 საათზე ირლანდია ახალ ზელანდიას შეხვდება, 15 ოქტომბერს კი საფრანგეთი სამხრეთ აფრიკას ეთამაშება, ეს შეხვედრაც 21:00 საათზე დაიწყება.
8 ოქტომბერს კი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართება და ყველა მეოთხედფინალისტი გამოვლინდება:
15:00 | იაპონია-არგენტინა
19:45 | ტონგა – რუმინეთი
23:00 | ფიჯი პორტუგალია
მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ირლანდია – შოტლანდია 36:14
ლელო: ლოუ, კინანი (2), ჰენდერსონი, შენანი, რინგროსი – აშმანი, პრაისი
გარდასახვა: სექსტონი (3) – რასელი (2)