რაგბის მსოფლიო თასი | ახალმა ზელანდიამ ირლანდია დაამარცხა და ნახევარფინალში არგენტინას ეთამაშება [ვიდეო] #1TVSPORT

რაგბის მსოფლიო თასზე ახალი ზელანდიის ნაკრებმა ირლანდია 28:24 დაამარცხა და ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებს შეხვედება.

ნახევარფინალი კი საკმაოდ ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ზელანდიელები თავიდანვე დაწინაურდნენ, ირლანდიელები მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ, თუმცა ბოლომდე ჰქონდათ თამაშის გადარჩენის შანსი. „ოლ ბლექსმა“ დიდი ბრძოლის ხარჯზე მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა, ირლანდიამ კი მეოთხედფინალური ეტაპის გადალახვა ვერც ამჯერად მოახერხა.

16 ოქტომბერს მსოფლიო თასზე კიდევ ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება – 19:00 საათზე ერთმანეთს ინგლისისა და ფიჯის ნაკრებები შეხვედებიან, 23:00 საათზე კი საფრანგეთი სამხრეთ აფრიკას ეთამაშება.

ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


ირლანდია – ახალი ზელანდია 24:28


ლელო: აკი, გიბსონ-პარკი, საჯარიმო ლელო – ფაინგა’ანუკუ, სავეა, ჯორდანი.

გარდასახვა: სექსტონი (2) – მოუნგა, ჯ. ბარეტი.

ჯარიმა:  სექსტონი – მოუნგა, ბარეტი (2).