რაფინიამ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშოს #1TVSPORT
რაფინიამ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშოს #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბრაზილიამ ჰაიტი 3:0 გაანადგურა, მაგრამ რაფინია დაკარგა.

„ბარსელონას“ გარემარბი, მთელი სეზონია, ტრავმიანობს და ახლა ნამდვილად გამოტოვებს ჯგუფში ბოლო მატჩს შოტლანდიასთან, თუმცა სულაც არ არსებობს იმის გარანტია, რომ პლეიოფისთვის გამოჯანმრთელდება.

რაფინიამ ჰაიტის გაუტანა კიდეც, მაგრამ გოლი ოფსაიდის გამო არ ჩათვალეს. 39-ე წუთზე კი ის მინდორზე დაჯდა და ექიმებთან რაღაცას განიხილავდა. საბოლოოდ, გარემარბი შეცვალეს.

„რაფინიამ ჰაიტისთან მატჩის პირველ ტაიმში მარჯვენა ბარძაყის ზედა კუნთის არეში ტკივილი იგრძნო. ფეხბურთელმა დაიწყო მკურნალობა და განმეორებით კვლევას უახლოეს დღეებში ჩაიტარებს“, – წერია ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის განცხადებაში.

რაფინია უკვე იყო რენტგენზე, მაგრამ აღდგენის ვადების შესახებ ოფიციალურად არაფერი დაწერილა. ტრავმის მიუხედავად, ის დარჩება განაცხადში. გუნდი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს, რათა ის რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს მოედანზე.

ჟურნალისტი ანდრე ჰერმანი წერს, რომ ჰაიტისთან მატჩის შემდეგ, მეორე დილას რაფინიამ ყველა გაახარა იმ ამბით, რომ ტკივილს არ გრძნობდა. ჟურნალისტ ალბერტ ნადალს კი უფრო ნაღვლიანი ამბები აქვს: ის წერს, რომ რაფინიამ ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა.

არსებობს იმის ალბათობა, რომ გარემარბი მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს.

თუმცა, გამოცემა Globo ინფორმაციით, გამოკვლევას რაიმე სერიოზული არ უჩვენებია. ბრაზილიის ნაკრებში რაფინიას მერვედფინალიდან ელოდებიან, რომელიც ორ კვირაში დაიწყება.