მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | შვედეთის ნაკრების მწვრთნელი - ნიდერლანდებთან წაგებით იმედგაცრუებული ვარ #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | შვედეთის ნაკრების მწვრთნელი - ნიდერლანდებთან წაგებით იმედგაცრუებული ვარ #1TVSPORT

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში, ჰიუსტონში ნიდერლანდების ნაკრებთან წაგების (1:5) შემდეგ შვედეთის ნაკრების მწვრთნელმა, გრემ პოტერმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ამ მატჩისგან ბევრ რამეს ისწავლის.

„ცხადია, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ცხადია, დაცვაში ამდენი შეცდომის დაშვება არ შეიძლება. თუმცა ზოგჯერ ასეთი რამ აუცილებელია. კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და ბევრ რამეს ვისწავლით.

მარცხის მიუხედავად, მეორე ტაიმში მოთამაშეების მიერ გამოვლენილი სულისკვეთება და სპორტული ჟინი მომეწონა. ვფიქრობ, ჩემი ფეხბურთელები ამ წაგებიდან სწორ დასკვნებს გამოიტანენ, ზოგჯერ ასეთი გამოცდილება აუცილებელია“.

შვედეთის ნაკრები შემდეგ მატჩს დალასში იაპონიასთან გამართავს.