გერმანია და ბრაზილია გოლებით ერთმანეთს გაუთანაბრდნენ - 241:241 #1TVSPORT
გერმანია და ბრაზილია გოლებით ერთმანეთს გაუთანაბრდნენ - 241:241 #1TVSPORT

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ერთი საინტერესო რბოლა მიმდინარეობს პრესტიჟული რეკორდისთვის.

გერმანია და ბრაზილია პირველ ადგილს იყოფენ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გატანილი გოლების რაოდენობით. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბრაზილიამ ჰაიტის სამი გოლი გაუტანა, რის შემდეგაც გერმანიამ ორჯერ აიღო კოტ დ’ივუარის კარი. ახლა მათ შორის გოლების ანგარიში თანაბარია: 241-241. ასე რომ, სახეზეა კიდევ ერთი საინტერესო სიუჟეტი ამ ჩემპიონატზე.

გერმანია ბრაზილიას უთანაბრდება იმის მიუხედავად, რომ ორი ტურნირი აქვს გამოტოვებული, ბრაზილია კი ყველა ჩემპიონატში მონაწილეობდა!

ამასთან, მატჩების რაოდენობა გუნდებს თითქმის ერთნაირი აქვთ: 116 ბრაზილიას და 114 გერმანიას. იმ ორ ტურნირზე (1930, 1950), რომელშიც გერმანია არ თამაშობდა, ბრაზილიამ მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ეს რბოლა მხოლოდ გერმანელებისა და ბრაზილიელებისთვისაა, რადგან სხვა ნაკრებები ძალიან ჩამორჩნენ. მესამეა არგენტინა 155 გოლით (19 მონაწილეობა). თეორიულად, მას შეიძლება გაუსწროს საფრანგეთმა, რომელსაც 139 გოლი აქვს (17 მონაწილეობა). მაგრამ პირველ ორ გუნდს კიდევ დიდხანს ვერავინ მიუახლოვდება.