კალათბურთი | ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა #1TVSPORT
კალათბურთი | ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში ანგარიში გათანაბრდა – 1:1. თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ „ვალენსიასთან“ სერიის მეორე მატჩი 75:102 დათმო. სტუმრად გამართული შეხვედრების შემდეგ „ბარსა“ ორ მატჩს შინ ჩაატარებს. პირველი 22 ივნისს იგეგმება.

რაც შეეხება მეორე თამაშს, მასში კატალონიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ 21 წუთი ითამაშა, 9 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.

„ვალენსიაში“ კი 19 ქულით საუკეთესო კვლავ მონტერო იყო.