რაჭაში მომხდარ ინციდენტზე ამბროლაურის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს
რაჭაში მომხდარ ინციდენტზე ამბროლაურის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. როგორც საქართველოს პირველ არხს „ახალგაზრდა მწვანეების“ წარმომადგენელმა, მარიამ ვაწაძემ განუცხადა, ამ წუთებში ამბროლაურის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. სწორედ მან გაავრცელა სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
საქმეზე უკვე გამოიკითხა ინციდენტის ორი მოწმე და ნიკოლოზ ბაქრაძე, რომელსაც კადრებში ოთარ სირაძე უპირისპირდება.
რაჭაში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო.