„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ოთარ სირაძესა და მის ძმას გირაო შეეფარდათ

18:32, 17.07.2020

რაჭის ყოფილ გუბერნატორს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ოთარ სირაძესა და მის ძმას, დავით სირაძეს ამბროლაურის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5-5 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ.

დაცვის მხარე 1000-1000 ლარიან გირაოს ითხოვდა. სასამართლო ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა. საქმის არსებითი განხილვა 4 სექტემბერს ჩაინიშნა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში 4 ივლისს „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მსგავსი