რაჭასა და სვანეთში დიდი ჰესების მშენებლობა თბილისში, პარლამენტის შენობასთან გააპროტესტეს
არა ჰესომანიას” – ამ ლოზუნგით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გარემოსდამცველებმა, რაჭასა და სვანეთში მცხოვრებლებთან ერთად, საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა რაჭასა და სვანეთში ჰესების მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
მათ მოუწოდეს ხელისუფლებას, შეაჩეროს ყველა დიდი ჰესის მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცილებით ფართომასშტაბიან, პერმანენტულ აქციებს გააგრძელებენ.