რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სოფელ ძირაგეულის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განუცხადა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.