რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სოფელ ძირაგეულის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სოფელ ძირაგეულის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განუცხადა.

ადგილზე​ მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.