დიდ დიღომში, აფეთქების საგამოძიებო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მუშაობა შეაჩერეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა.
სამუშაოები სავარაუდოდ ცოტა ხანში კვლავ განახლდება.
კორპუსიდან ევაკუირებულ მოსახლეობას სავარაუდოდ დღეს მიეცემა შესაძლებლობა, საკუთარ ბინებში შევიდნენ და პირადი ნივთები გამოიტანონ.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა უკვე დატოვა ორმა მოზრდილმაც. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.