დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

სასტუმრო „შაინში” 8 ოჯახი, 23 ადამიანია დაბინავებული, ხოლო სასტუმრო „ტეხასში” – სამი ოჯახი. როგორც დაზარალებულები ამბობენ, ამ ეტაპზე, მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ ღამე მშვიდად გაათენონ.

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავებული რვა ადამიანი, მათ შორის ექვსი მცირეწლოვანი კი ამ დრომდე კლინიკებში რჩება. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.