დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა, პატიმრობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ადვოკატების განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

​ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევისას რვა ადამიანი დაშავდა.