რა ვითარებაა თუშეთისკენ მიმავალ გზაზე - ვერტმფრენიდან გადაღებული ვიდეოკადრები
ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრზე მდებარე თუშეთის სოფლებისკენ მიმავალი გზა კვლავ დაკეტილია. სოფლებთან დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას ამ დრომდე ვერტმფრენი წარმოადგენს, რომელიც კვირაში ორჯერ ადგილობრივებს უფასოდ ემსახურება.
ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კილომეტრიანი გზაზე თავისუფლად შეიძლება ავტომობილის გადაადგილება, თუმცა გზის მონაკვეთს 56-ე კილომეტრზე ხელოვნურად წარმოქმნილი ტბა აფერხებს.
10 მაისის სტიქიის შემდეგ საავტომობილო გზა 56-ე კილომეტრამდე ოცამდე ლოკაციაზე იყო ჩახერგილი, რომელიც უკვე გაწმენდილია.
რა ვითარებაა ამჟამად თუშეთისკენ მიმავალ გზაზე – საქართველოს პირველმა არხმა ვიდეოკადრები ვერტმფრენიდან გადაიღო.