თუშეთში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

13:26, 06.09.2023

თუშეთში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს – „112“-ს შეატყობინეს.

ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს 50-წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

მსგავსი