შალვა პაპუაშვილი - გილოცავთ მთის კვირეულს, თუშეთობას, მოვუწოდებ ყველას, ამოვიდნენ მთაში ოჯახებით, სტუმრებით, დატკბნენ აქაური სილამაზით და ემოციებით დაბრუნდნენ ბარში
შალვა პაპუაშვილი - გილოცავთ მთის კვირეულს, თუშეთობას, მოვუწოდებ ყველას, ამოვიდნენ მთაში ოჯახებით, სტუმრებით, დატკბნენ აქაური სილამაზით და ემოციებით დაბრუნდნენ ბარში

გილოცავთ მთის კვირეულს, თუშეთობას. მოვუწოდებ ყველას, ამოვიდნენ მთაში თავისი ოჯახებით, სტუმრებით, დატკბნენ აქაური სილამაზით და ამ ემოციებით დაბრუნდნენ ბარში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თუშეთში განაცხადა, სადაც მთის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებება იმართება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შევინახოთ ის ბუნება, ისტორია და ტრადიცია, რომელიც თუშეთშია. ამ მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მივესალმები საქართველოს ადგილიდან, რომელიც არის უნიკალური ბუნების და კულტურის საგანძური. აქ თითოეული მთა, სოფელი, ბილიკი ინახავს ჩვენ ისტორიას. როდესაც ჩვენ ამ ბილიკებზე დავდივართ, ამ მთებს შევყურებთ, ამ სოფლებში ვართ, ამ სახლებს ვხედავთ, ვართ თანაზიარი იმ ისტორიისა, რომელიც ამ რეგიონმა ასე სათუთად შემოგვინახა.

ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შევინახოთ ის ბუნება, ისტორია, ტრადიცია, რომელიც აქ არის და სწორედ ამას ემსახურება ის, რომ რაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ინფრასტრუქტურის მეშვეობით, რომ ადამიანი ამოვიდეს თუშეთში, მთაში ოჯახით, მეგობრებით, სტუმრებით და დატკბნენ იმ სილამაზით, რომელიც აქ დახვდებათ.

პრემიერმაც ახსენა მთის კანონი, რომელმაც ბევრი შეღავათი მისცა მთაში მცხოვრებ ადამიანებს იმისთვის, რომ ადამიანები დაუბრუნდნენ მამაპაპისეულ სახლებს და ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ჰქონდეთ ცხოვრების ღირსეული პირობები. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს პირობები იყოს უზრუნველყოფილი.

გილოცავთ მთის დღეს და მთის კვირეულს, თუშეთობას. მოვუწოდებ ყველას, ამოვიდნენ თავისი ოჯახებით, სტუმრებით, დატკბნენ აქაური სილამაზით და ამ ემოციებით დაბრუნდნენ ბარში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.