რა ვითარებაა​ თუშეთისკენ მიმავალ გზაზე - ვერტმფრენიდან გადაღებული ვიდეოკადრები

ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრზე მდებარე თუშეთის სოფლებისკენ მიმავალი გზა კვლავ დაკეტილია. სოფლებთან დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას ამ დრომდე ვერტმფრენი წარმოადგენს, რომელიც კვირაში ორჯერ ადგილობრივებს უფასოდ ემსახურება.

ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კილომეტრიანი გზაზე თავისუფლად შეიძლება ავტომობილის გადაადგილება, თუმცა გზის მონაკვეთს 56-ე კილომეტრზე ხელოვნურად წარმოქმნილი ტბა აფერხებს.

10 მაისის სტიქიის შემდეგ საავტომობილო გზა 56-ე კილომეტრამდე ოცამდე ლოკაციაზე იყო ჩახერგილი, რომელიც უკვე გაწმენდილია.

რა ვითარებაა ამჟამად თუშეთისკენ მიმავალ გზაზე – საქართველოს პირველმა არხმა ვიდეოკადრები ვერტმფრენიდან გადაიღო.