რა ხდება ვლადიმირ ზელენსკის შტაბში ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ [ფოტო/ვიდეო]

ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმირ ზელენსკის შტაბში გამარჯვებას აღნიშნავენ.

შტაბში მეუღლესთან ერთად იმყოფება თავად პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი.

თანაგუნდელები და მხარდამჭერები ზელენსკის გამარჯვებას ულოცავენ.

უკრაინაში ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გამოქვეყნდა. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკია.