უკრაინაში ბიულეტენების 85 პროცენტის დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,20 პროცენტი აქვს
უკრაინაში ბიულეტენების 85 პროცენტის დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,20 პროცენტი აქვს

უკრაინაში ბიულეტენების 85 პროცენტის დათვლის შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,20 პროცენტი აქვს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 24,46 პროცენტი მიიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული შედეგი უპრეცედენტოა, რადგან მსგავსი მასშტაბის მხარდაჭერა ამ დრომდე არც ერთ კანდიდატს არ მოუპოვებია.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალურ შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია სავარაუდოდ 30 აპრილს გამოაცხადებს.

ამომრჩეველთა აქტივობა 62 პროცენტი იყო. უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნებზე მასობრივი დარღვევები არ მომხდარა.