დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას სააგენტო „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

„ზელენსკის მილოცვებით დონალდ ტრამპმა დაურეკა. აშშ-ის პრეზიდენტმა. უბრალოდ“, – ნათქვამია გამოცემის „ტელეგრამის“ არხზე.

​ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკია. ზელენსკის გამარჯვება უკვე მიულოცა მისმა კონკურენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.