რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საავტომობილო გზაზე ამ დრომდე კარვებია გაშლილი. ადგილზე რჩება ზაზა სარალიძე და რამდენიმე დემონსტრანტი.
შეგახსენებთ, ზაზა სარალიძის მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა კარვები საავტომობილო გზაზე გადაიტანეს. როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირზე კარავში დარჩება, სანამ მისი შვილის მკვლელებს და იმ პირებს, ვინც დანაშაული დაფარა, არ გამოიყვანენ სააშკარაოზე.