სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ 30 აპრილის მონაცემებით, 24 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს.
უწყების ინფორმაციით, სააგენტო თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს მონიტორინგს, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები.
უკვე ფუნქციონირებს: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამი აგრარული ბაზარი, მათ შორის ერთი ზუგდიდში და ორი ფოთში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქში ერთი აგრარული ბაზარი; აჭარაში სამი აგრარული ბაზარი ბათუმში, მათ შორის ერთი – თევზის ბაზარი; ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულში ერთი აგრარული ბაზარი; თბილისში სამი აგრარული ბაზარი; იმერეთის რეგიონში შვიდი, აქედან ქუთაისში – ორი; ასევე ზესტაფონში, ხონში, სამტრედიაში საჩხერეში და ჭიათურაში; კახეთის რეგიონში ოთხი აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს – თელავში, წნორში და ორი ლაგოდეხში; შიდა ქართლის რეგიონში, გორში ერთი აგრარული ბაზარი; გურიის რეგიონში კი, ერთი აგრარული ბაზარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
სააგენტოს ინფორმაციით, გარდა ზემოაღნიშნული ობიექტებისა, ფუნქციონირების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ სხვა აგრარული ბაზრებიც, რაზედაც მიმდინარეობს მონიტორინგი.
უწყება აცხადებს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზრების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს და რეკომენდაციებს გასცემს.