სურსათის ეროვნული სააგენტო - საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან, 64 უკვე გაიხსნა
სურსათის ეროვნული სააგენტო - საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან, 64 უკვე გაიხსნა

საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან, 10 მაისის მონაცემებით, 64 უკვე გაიხსნა, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეისთვის საკვანძო ადგილებში არსებული აგრარული ბაზრები, ყველა რეგიონში ფუნქციონირებს, დარჩენილი ბაზრების უმეტესობა სეზონურია და შესაბამისად განაახლებს საქმიანობას.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, აგრარული ბაზრების გახსნას წინ უძღოდა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ბაზრების ადმინისტრაციამ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებითა და ზედამხედველობით განახორციელა.

„საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტებში ჩატარდა მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოები, მოხდა ძველი დახლების დემონტაჟი და ნარჩენების გატანა, დამონტაჟდა დეზობარიერები და ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, კონტროლდება პერსონალის და მომხმარებლის დამცავი საშუალებებით აღჭურვა და სოციალური დისტანციის დაცვა.

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების წესების და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით, სააგენტოს ინსპექტორები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს. აგრეთვე, სააგენტოს ზედამხედველობით, რამდენიმე აგრარულ ბაზარში სარეაბილიტაციო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.