პოლიცია აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებზე კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს ახორციელებს
პოლიცია აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებზე კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს ახორციელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, „კოვიდ19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ, – ამის შესახებ შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული.

„სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ბაზრებისა და ბაზრობების შესასვლელებთან, ასევე, შიდა პერიმეტრზე – სავაჭრო სივრცეში მოქალაქეების მიერ პირბადეების სწორად ტარებასა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოქმედი წესების დაცვას აკონტროლებენ“, – აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.